გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს 06-ისა და "გოლფის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. 06-ის მძღოლი, 68 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.