არსებული ინფორმაციით, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად ცალკე საპარლამენტო ფრაქციიას შექმნის.
კულუარული ინფორმაციით, ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება 20 იანვრის შემდეგ იგეგმება.

 

ფრაქციაში, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს იქნებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები: თინათინ ბოკუჩავა, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი ტუღუში.


აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ნიკა მელია და მისი თანაფრაქციელები საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის წევრების სტატუსით იქნებიან წარმოდგენილნი, საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება და უმცირესობის სტატუსს ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს.


"ნიუპოსტი" თემის გარკვევას თავად მელიასთან შეეცადა, თუმცა დეპუტატმა კონკრეტიკის გაკეთება არ ისურვა.


"ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც არის რეალური ოპოზიცია. მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, რომ პოლიტიკური ველი გააუდაბნოვოს ეს მას ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში არც ადრე გამოუვიდა და არც ახლა შეძლებს ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას. 20 იანვარს ჩვენ არა თუ დავსუსტდებით, არამედ გავძლიერდებით და განვითარებას შეუდგებით. ამას იგრძნობენ ჩვენი მხარდამჭერები და ასევე პოტენციური მხარდამჭერებიც",- თქვა მალიამ.