ტრაგედია მოხდა გორი-სკრის საავტომობილო გზაზე. ავტომანქანა, სადაც ოჯახის წევრები - დედა, მამა და ორი ბავშვი ისხდნენ, გზიდან გადავარდა.

 

დაიღუპა სამი წლის ბავშვი, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებს, დედ-მამას და კიდევ ერთ არასრულწლოვანს, სამედიცინო ცენტრ "გორმედში" ოპერაცია ჩაუტარდათ.

 

"გორმედის" წარმომადგენლების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში 3 წლის ბავშვი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. სავარაუდოდ, ავტომანქანა დაღმართზე მოყინულ გზაზე მოცურდა.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე მთის ფერდობებია. სხვადასხვა მონაკვეთზე სავალი ნაწილი ამ დრომდე ნალექიანია, რაც საღამო ჟამს მოყინვას იწვევს.

 

კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.