გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. სავარაუდოდ, ერთმა თავდამსხმელმა ბანკიდან ფული გაიტაცა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

 

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.