საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. მიხეილ ჯანელიძე ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას. საქართველოს დელეგაციამ გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა ათათურქი გახლავთ თურქეთის სახელმწიფოს აღმშენებლობის არქიტექტორი, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა თურქეთის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში.

 

 

მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა „თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში“, შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან და პარლამენტის ვიცე სპიკერთან აჰმეთ აიდინთან.