ბათუმში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ აღმოაჩინეს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სავარაუდოდ, იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მამაკაცს გული აწუხებდა. ინფორმაციას პორტალი "კვირა" ავრცელებს.