ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. ამის შესახებ თავად პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ.

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ოფისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

შსს-ს ცნობით, 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით).