საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პრემიერმა კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნა, როდესაც არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეზე გააკეთა განცხადება.

 


მარიამ ჯაშის შეფასებით, “პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის”.

 

“არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით.დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს. რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა-მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ, პირადი გამოცდილებით ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში",- აღნიშნა ჯაშმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ვარდების მოედანთან” მდებარე ბარებში არსებული პროსტიტუციის ფაქტებით შეშფოთებულია, რის გამოც ის კონკრეტული ზომების მიღების ინიციატივით გამოდის.


მთავრობის მეთაურმა უცხოურ ბარებში არსებულ სირტუაციასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ბარებში ეროვნებით ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ.თუმცა, მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დამატებითი განმარტება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საკითხის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.