სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს:

 

ჩუღურეთის რაიონი


ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის, ასპინძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ლამის, ბოდავის, ძეგამის, გუმათის და ახუთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.