თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრომ შრომითი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.

 

უწყებაში დღეს 2 წლის მუშობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ინსპექტირება თბილისში 300-მდე ობიექტში განხორცილდა და ნებაყოფლობითი იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა 7 უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს.

 

მიმდინარე წელს კი იგეგმება უკვე სავალდებულო ინსპექტირებისთვის საკანომდებლო ბაზის შემუშავება.