ფინანსთა მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ონლაინ სესხების შესახებ რეგულირების დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას უკან დაუბრუნა.

 

 

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები უკვე შესულია და ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ.

 

 

"ჩანაწერი "ონლაინ სესხი" ასეთი რამე არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსში რაც ჩაიწერა არის ის, რომ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი როგორც გაცემის, ისე დაფარვის, ჯარიმის, საურავის, ჯამურად წლიურად, არ უნდა აღემატებოდეს 150%-ს, რაც იმ ბიზნეს მოდელს, რაც გვქონდა საქართველოში ე.წ ონლაინ სესხების ნაწილში არ აძლევს შესაძლებლობას წარმატებით გააგრძელონ ფუნქციონირება. თუმცა, კომპანიები, რომლებიც გადაკეთდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, რისკებს დააზღვევენ, ისინი დარჩებიან ბაზარზე და გააგრძელებნ საქმიანობას",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.