გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარედ, 1 მ3 აკაციის და ვერხვის სახეობის საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა.


მეორე შემთხვევაში, კანონდამრღვევს სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული 1 მ3 წიფლის სახეობის საშეშე მერქანი რეგიონს გარეთ გადაჰქონდა. კერძოდ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემული იყო საგარეჯოს რაიონში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში.


2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ხე-ტყის დამზადება, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი შემთხვევებისა.