ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით, ქვეყნის მთავარ პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. ამის შესახებ კალაძემ „ქრონიკასთან“, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

 

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ენერგეტიკულად, რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება არ გაზრდილა, ჩვენ ვრჩებით ისევ 10-12 %-ის ფარგლებში, რაც წლების განმავლობაში იყო. აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა რჩება, ბუნებრივი აირის 90 %პროცენტი, რასაც ჩვენი მოსახლეობა მოიხმარს, სწორედ აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულებით, რომელსაც რუსეთთან ვაფორმებთ, არანაირი ფასების ზრდა არ იქნება მოსახლეობისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.