ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა.

 

ამის შესახებ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. თუმცა გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დღეს საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.