11 იანვარის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ასევე დაჭრეს გოგოჭურთან ერთად მყოფი, მისი მეგობარიც, რაც შსს-მაც დაადასტურა. ორივე დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. გოგოჭურს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ორივე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც პრეზიდენტის სიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. შეგახსენებთ, გასულ წელს გიორგი მარგველაშვილმა გააავრცელა ინფორმაცია მინდა გოგოჭურის ჩხრეკის შესახებ და ეს პრეზიდენტის ოჯახის წვერზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.


სამართალდამცაებმა დაადასტურეს ეს ფაქტი და განაცხადეს, რომ მომხდარი დაკავშირებული იყი შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე გამოძიებასთან, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას შეეხებოდა.

 

ამონარიდი შსს-ს იმჟამინდელი განცხადებიდან: "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.
ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა".


პრეზიდენტის განცახდების შემდეგ პროკურატურამ გამოკითხა როგორც პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, ასევე მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს ორი სიძე ჰყავს. ერთ-ერთი მისი ქალიშვილის - ანა მარგველაშვილის მეუღლე გიგი ჩიჩუაა, ხოლო მეორე პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი მინდია გოგოჭური.

 

გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა სკანდალურ საქმეებში. მისმა სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის შემთხვევისასაც გაიჟღერა. (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

 

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარ დაიცვალა. 

 

იხილეთ ვრცლად: