"როდესაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ჯონ კერიმ. მისი თქმით, არც ბარაკ ობამას და არც ბუშის პრეზიდენტობის დროს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას საქართველო-რუსეთის ომისთვის აქტიურად არ უპასუხია.

 

 

„არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს გავნსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის“, - აღნიშნა ჯონ კერიმ.