მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. ბრალდებული მაია რჩეულიშვილი მოითხოვდა პროცესი მის გარეშე არ გამართულიყო. მოსამართლე მაია შოშიაშვილმა განმარტა, რომ ბრალდებულის განცხადებას, რომ სუსტად ყოფნის გამო ვერ დაესწრება დღევანდელ პროცესს, არ ერთვის ექიმის დასკვნა, რომლითაც რეალურად დასტურდება, რომ ბრალდებული შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ გამოცხადდა დღევანდელ პროცესზე. აქედან გამომდინარე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით.