"ეს იყო ერთსაათიანი გაჩერება თბილისში და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ განვითარებაზე, რომელიც საქართველოშია" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ხანმოკლე ვიზიტთან დაკავშირებით. 

 

 

"სახელმწიფო მდივანს მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმ რეფორმებზე, ეკონომიკურ და დემოკრატიულზე, რაც საქართველოში ხორციელდება. პირადად მადლობა გადავუხადე საქართველოს მთავრობის სახელით იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო წლებში გამოიჩინა საქართველოსთან მიმართებაში. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით”, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.