თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არსებულ ღამის კლუბებში, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით, კანონი უნდა იყოს დაცული. როგორც მან პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, საკითხის შესწავლა და შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, მისი მოგვარება დროულად უნდა მოხდეს.

 

 

„დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ვფიქრობ, პრემიერის დავალება დროული იყო, იმისთვის, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, დროულად იქნეს შესწავლილი და აღკვეთილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.