"ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა და ორად გაიყო. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ გააკეთეს. გიგი უგულავას განცხადებით, მან საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ სცადა შანსის გამოყენება, მაგრამ ეს შანსი დაკარგული აღმოჩნდა.

 

უგულავას თქმით, ეს აპრტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. ეს პარტია თავისუფალმა და თავზეხელაღებულმა ადამიანებმა შექმნეს.

 

"გადავეჩვიე ტრიბუნასთან დგომას, მაგრამ მომიტევეთ. მე არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი. ეს ერთი კვირა, რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა. თუ რაიმე შანსი იყო პარტიის გადარჩენისა, მე ამას გავაკეთებდი. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა. იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, უნდა იყო თავზეხელაღებული", - განაცხადა გიგი უგულავამ.