გიგი უგულავა თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ლიდერობის ღირსი. მისი თქმით, სააკაშვილი აღარ არის ის ადამიანი, რომელიც ხალხს აერთიანებდა. ის გაფუჭებულ მანქანას დაემსგავსა, რომელსაც ვეღარ გამოიყენებ. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა მერმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

 

"ეს ადამიანი აღარ არის ლიდერობის ღირსი, სააკაშვილი აღარ არის ის ადამიანი, რომელიც ხალხს აერთიანებდა და იმედს აძლევდა. ჩვენ პოლიტიკოსები მანქანებივით ვართ, რომლებიც ხალხს ვემსახურებით. მაგრამ თუ ეს მანქანა უფუნქციოა, ის აღარ უნდა გამოიყენო. ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხს იმ სიკეთეზე, რაც შეიძლება ჩვენ ხალხს მოვუტანოთ. 2012 წელს ჩვენ ჩამოვვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება. ხალხის გადაწყვეტილება კი არის სწორი. 2012 წელს ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული გზა. პარტიები არ უნდა იქმნებოდეს ერთი ადამიანის გარშემო. მე ჩემ ცხოვრებაში არცერთ სხვა პარტიაში არ ვარ ნამყოფი. ეს არის პარტია, რომლის გამოც ციხეში ვიჯექი. მე ამას არავის არ ვაყვედრი. ეს ჩემი ბრძოლა იყო", - აღნიშნა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ოფიციალურად გაიყო და ე.წ. უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის ფრთა სააკაშვილის გუნდს გამოეყო.