შრომის ახალი კოდექსის არსებული სახით ამოქმედება ბიზნესს დაანგრევს. ასეთ ხმაურიან განცხადებას რადიო ,,კომერსანტთან’’ ბიზნეს ასოციაციის დასაქმების და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.

ლაშა ახალაძის თქმით, შრომის კოდექსის ახალი პროექტი მიუღებელია და თუ საპარლამენტო კომიტეტები მათ შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, ახალი კოდექსი როგორც ბიზნესს, ისე დასაქმებულს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

ახალაძის განმარტებით, საუბარია ვადიანი ხელშეკრულების შეზღუდვაზე, ზეგანაკვეთურ სამუშაოსა და კოდექსში ჩადებულ სხვა ბიუროკრატიულ მექანიზმებზე. მისი განცხადებით, შრომის კოდექსის პროექტის ამოქმედების შემთხვევაში ბიზნესი იპოვის გამოსავალს. თუმცა, კოდექსის ამოქმედება ბიზნეს–გარემოს გააუარესებს, ბაზარზე დაბალი კონკურენცია იქნება და მუშახელი გაზარმაცდება. ვაკანსიების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება და აქცენტი არა ახალგაზრდა მუშახელის აყვანაზე, არამედ გამოცდილი კადრების დასაქმებაზე გაკეთდება. ეს ფაქტორები, ახალაძის თქმით, ქვეყანაში უმუშევრობას გაზრდის.

შეგახსენებთ: ახალი კოდექსის მიღება უახლოეს კვირებში იგეგმება.