რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ტერიტორიაზე დღეს გამწვანების აქცია "დარგე შენი მომავალი" გაიმართა .
აქციის ფარგლებში, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ტერიტორიაზე, 160 ფოთლოვანი ჯიშის იფნისა და ცაცხვის ნერგები დაირგა.
ღონისძიება საქართველოს სკაუტური მოძრაობის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობას Iშჩღ-ის (რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი-ის) თანამშრომლები, სკაუტური მოძრაობის ქვემო ქართლის ორგანიზაცია, თბილისის სკაუტები, "აირა" (ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია), ნერვული დაავადებების მქონე ბავშვთა მშობელთა რუსთავის ასოციაცია და ქვემო ქართლის ტელევიზიის ჟურნალისტები იღებდნენ.
გამწვანების აქცია ,,დარგე შენი მომავალი" გარემოს დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIძ) საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.