თბილისში ხვალ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს , საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია Soft Rating Consult-ის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.
ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ისინი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს გაეცნობიან.
უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საბანკო-საფინანსო, წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საკონსულტაციო, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სფეროს წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პანელური სესიები შAP-ის პროგრამებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
ღონისძიების ფორმატი ქართული და უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს.