86 წლის რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, რამდენიმე დღის წინ, სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს და ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა news.ge-ს აცნობა, რეჟისორის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის იგი კონტაქტური და ადეკვატურია.