რა დარღვევები აღმოაჩინა კულტურის სამინისტრომ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში და დატოვებს თუ არა ნიკა მემანიშვილი პოსტს? როგორც „პირველ რადიოს“ კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბადრი გრუზინსკის განუცხადა დასკვნა უახლოეს დღეებში დაიდება. მისი თქმით ამ ეტაპზე მემანიშვილს ორი საშტატო ერთეული აქვს დაკავებული და მათგან ერთას დატოვებს.
„შემოწმების შედეგები უკვე გვაქვს, ახლა შევისწავლით და დასკვნას მერე დავდებთ. უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, ვნახოთ დარღვევები სად არის, უნდა შევისწავლოთ ყველაფრი და მერე უკვე დადებს სამინისტრო გადაწყვეტუილებას. ფინანსურ დაღვევებზე მე ვარაფერს გეტყვით ამას სხვა კურირებს. ამ ეტაპზე მისი პოსტის დატოვების საკითხი არ განიხილება. ის ორ საშტატო ერთეულზე იყო, როგორც მთავარი დირიჟორი და მამართველი და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ერთს შეინარჩუნებს“,-განაცხადა ბადრი გრუზინსკიმ „პირველ რადიოსთან“
მისივე თქმით, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, ორშაბათიდან ახლად შექმნილი სამხატვრო საბჭო დაიწყებს მუშაობას. საბჭოს ოთხი წევრისგან დაკომპლექტდა: შავლეგ შილაკაძე, გია ქორქაძე , მარიკა ოძელი და ეკა ჭაბაშვილი.
„სამხატვრო საბჭო დაინიშნა იმიტომ, რომ არ შეწყდეს სიმფონიური ორკესტრის მუშაობა და რეპეტიციები. არ შეიძლება, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტიულებები მიიღონ ხოლმე. რაც უფრო მეტი აზრია უფრო კარგია. არ ჯობია ერთად მიღონ გადაწყვეტილება, რა პროგრამით იმუშავებე, რა არის ამაში ცუდი? ადრე იყო ეს საბჭო და ცუდი არ იყო და ახლა მგონია, რომ საჭიროა. ნიკა ნიჭიერი მუსიკოსია მაგრამ მაინც ისეთი გამოცდილება არ აქვს, რა მოხდა რომ დაეხმარონ და ერთად მიიღონ გადაწყევტილება“,-განაცხადა ბადრი გრუზინსკიმ