"საშინელი დღეა ყველა ქართველისთვის დღეს, მე იმ ჯარისკაცის დედა ვარ, ვისაც სააკაშვილი ეკითხება, თუ რამდენი ადამიანი მოკლა. მინდა სააკაშვილს ვუჩივლო პროვოკაციის მოწყობისათვის, რასაც ბიჭების დაღუპვა მოყვა. სარჩელს არა მარტო საქართველოს , არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც შევიტან და ყველას ვაცნობებ, თუ როგორი სარდალი და პრეზიდენტი მართავდა საქართველოს" - ეს წერილი მოძრაობა "თეთრების" ლიდერს, თემურ შაშიაშვილს, იმ ქართველი ჯარისკაცის დედამ მისწერა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ავღანეთში ყოფნისას ეკითხებოდა, თუ რამდენი ადამიანი მოკლა.

თენურ შაშიაშვილის თქმით, მისთვის ამ კადრების ხილვა, როდესაც საქართველოს მთავარსარდალი კამერების წინ ეკითხება ქართველ ჯარისკაცს: "რამდენი კაცი მოკალი", ამაზრზენი იყო

"... აი, შედეგიც – თალიბების დარტყმის ქვეშ მოქცეული ქართული სამხედრო ბაზა და დახოცილი ქართველი ბიჭები! ". - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.