„განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა განათლების სისტემის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას გამოიწვევს“ - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ამჟამად უკვე ყოფილმა რექტორმა დასძინა, აღნიშნული კანონი დილეტანტების მიერ არის დაწერილი და რამდენიმე ადამიანზეა მორგებული.

„არ ვიცი რა მასკარადი გამართა დღეს განათლების სამიანისტრომ. მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ რექტორი არ უნდა იყოს მთავრობის წარმომადგენელი და ყველამ კარგად იცის,რომ ჩემთან კომუნიკაცია ნამდვილად არ არის რთული, ამიტომ მიჭის იმის თქმა თუ რის საფუძველზე მოხდა ამ კანონის მიღება დაჩქარებული წესით, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ძირითადად გადადის აქცენტი ხარისხზე და არა სხვა მნიშვნელოვან ოთხ პუნქტზე. ის, რაც ახლა ხდება არის დაწერილი დილეტანდების, რამდენიმე ადამიანის მიერ და მორგებულია მათზე, რაც გამოიწვევს განათლების სისტემის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“.- აღნიშნა კვიტაშვილმა.