თავდასხმა საქართველოს ბანკზე დღეს დილით 09:30 წუთზე მოხდა, ერთი პირი, რომელსაც სახეზე ე.წ. "ბენდენა" ჰქონდა აფარებული დიღმის მასივში მდებარე ფილიალში შეიჭრა და თანხა გაიტაცა. საქართველოს ბანკის პრესამსახურის ინფორმაციით გატაცებული თანხა მიზერეულია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "პირველ რადიოსთან" საუბრისას "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, ბანკი უსაფრთხოების ახალი სისტემების დანერგვას იწყებს რაც უახლოს მომავალში სამართალდამცველებს საშუალებას მისცემს, დანაშაული ცხლე კვალზევე გახსნან. - See more at: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=5903#sthash.xiDvoowu.dpuf