თბილისში, გულუას ქ. 4-ში, საგადასახადო სამსახურის სერვისცენტრთან მომხდარი შემთხვევა თვითმხილველებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს: მანქანას მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდა. მანქანის აალების მიზეზი უცნობია, თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გზაზე მოძრაობა ოპერატიულად გადაკეტა, რამდენიმე წუთში კი შემთხვევის ადგილზე სახანძრო რაზმი გამოჩნდა. მეხანძრეებმა "ჰონდას" მარკის ავტომანქანა ცეცხლისგან განადგურებას გადაარჩინეს. შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი არ დაზიანებულა.