თბილისში, ღვინის აღმართზე მდებარე იტალიურ ეზოში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ერთ-ერთ მეზობელს მარგალიტა ბარხუდარიანს ბუნაგის მოწყობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას საცხოვრებელი სახლი ბორდელად აქვს გადაკეთებული.

მათი თქმით, უკვე რამდენიმე წელია ბარხუდარიანმა უკანონოდ მიითვისა ფართი, რომელსაც იგი სხვადასხვა პირებზე აქირავებს.

როგორც ნინო ბერაიამ news.ge-სთან საუბრის დროს განაცხადა, ეზოში უცხო პიროვნებები შედიან და სასტუმროს კითხულობენ, ამის პარალელურად კი, ყოველ ღამე მეძავები სხვადასხვა მამაკაცებთან ერთად მოდიან.

მისივე თქმით, ბარხუდარიანმა მას საკუთარ სახლში შესასვლელიც ამოუქოლა და ახლა შემოვლითი გზით უწევს სახლში შესვლა.

ეზოში ბორდელის არსებობას ფართის მეპატრონე მარგალიტა ბარხუდარიან უაროფს, თუმცა ფართის გაქირავების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ფართი კანონიერად აქვს გაქირავებებული, შემოსული თანხის 20 % -ს საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფოსაც უხდის.

მეზობლები სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეზოში ცხოვრება უკანონო ბორდელის გამო შეუძლებელია.