ამერიკის შეერთებული შტატები ალ–ქაიდან მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განსაკუთრებული საფრთხე ახლო აღმოსავლეთს და ცენტრალურ აფრიკას ემუქრება.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ალ–ქაიდა და მასთან დაკავშირებული რამდენიმე დაჯგუფება ტერორისტულ აქტებს როგორც რეგიონებში, ასევე აღნიშნული ქვეყნების ცენტრალურ ქალაქებში განახორციელებს",– ნათქვამია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ტერაქტები შესაძლოა დღეს დაიწყოს და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდეს.