თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბექა ვ. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: "ბუპრენორფინი"-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი "ტრამადოლი". გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს "ოპიუმი"-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).