ჩინეთში, შანძუნის პროვინციაში, ჯიაზოუს ყურეში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი გაიხსნა. მისი სიგრძე 36,48 კმ–ს შეადგენს და 8 საავტომობილო ზოლზეა გათვლილი. ხიდი ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოს ნაწილს ხუანდაოს კუნძულოვან რაიონთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2,3 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამ ხიდის წყალობით ქალაქის ორ რაიონს შორის მანძილი 30 კმ–ით შემცირდა, მგზავრობის დრო კი 20 წუთით.

შეგახსენებთ, რომ მტკნარ წყალზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი (38,42 კმ) ხიდი აშშ–ში პონჩარტრეინის ტბაზე მდებარეობს.