ციკლონთან დაკავშირებული მასების საქართველოში გადმონაცვლების შედეგად ვითარების გამწვავება 24:00 საათიდან არის მოსალოდნელი, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოხდეს.
"მუშაობა მიმდინარეობს კოორდინირებულად ყველა შესაბამის უწყებასთან. გვინდა მოსახლეობა დავაწყნაროთ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ისეთი არაფერი ხდება, რაც არასდროს ყოფილა, თუმცა, გარკვეულწილად ასეთი ინტენსივობით ციკლონის შემოჭრა იშვიათია. პროცესების გამწვავებას ველოდებით 24:00 საათის შემდეგ და პიკი დაახლოებით 03:00-04:00 საათისთვის იქნება, გარკვეული ცდომილებით. თუმცა ყველაფერი კონტროლის ქვეშაა", - აღნიშნა გოგალაძემ.

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე: