ჩინელ პოლიტიკოსს ბო სილაის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას კორუფციაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნეს. სასამართლო ქალაქ ცზინანში ჩატარდა. მოსამართლემ დაცვის მხრიდან ყველა არგუმენტი უარყო. პროკურორების აზრით პოლიტიკოსისთვის არანაირი შეღავათი არ უნდა გაეკეთებინათ რადგან მან თავისი საქციელი არ მოინანია. 64 წლის ბო სილაიმ სასამართლოში „შეცდომების დაშვება“ აღიარა, თუმცა ყველა ბრალდება უარჰყო. მას აპელაციის უფლება აქვს.