ტელეკომპანია „ტვ 3“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი იმედა დარსალია უხელმძღვანელებს.

როგორც Frontnews-ს არხის დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა, იმედა დარსალიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი დღის ბოლომდე გადაწყდება.

“სხვასთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ გვაქვს და თუ შევთანხმდით, საინფორმარციო სამსახურის ხელმძღვანელი იმედა დარსალია გახდება“, - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ბიზნესის მიმართულება სავარაუდოდ, ცალკე შენარჩუნდება და მისი უფროსი მაია ჭუჭულაშვილი იქნება.

„ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს-მოვლენებზე საინფორმაციო გამოშვება კოლაჟების სახით ყოველ სამუშაო დღეს, საათში ერთხელ გავა. რაც შეეხება ზოგად საინფორმაციო გამოშვებას, სტუდიური და ძლიერი პოლიტიკური და ბიზნესის ბლოკებით ის 3 საათში ერთხელ გავა“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ განახლებული საინფორმაციო გამოშვებები „ტვ 3“-ის ეთერში, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაიწყება.