პრეზიდენტობის კანდიდატი სერგო ჯავახაძე ხელისუფლებს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტორებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ჯავახაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას სოჭის ოლიმპიადაზე. ისედაც ნათელია მოსახლეობის 60% როდესაც ამბობს, ჩვენ არ უნდა წავიდეთ ოლიმპიადაზე, ეს ყურად უნდა იღოს ხელისუფლებამ. თუმცა არის ასეთი შეხედულებაც, რომ რუსეთი იმდენად ცდილობს იმის პროვოცირებას, საქართველომ ოლიმპიადაზე უარი თქვას, შეიძლება ეს პროვოკაციაცა იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა უფრო მეტი პროვოკაცია იქნება", - აცხადებს ჯავახაძე.