პრეზიდენტის რწმუნებულ/გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ხატუნა ოჩიაური თანამდებობას ტოვებს.
როგორც ოჩიაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, იგი გუნებრნატორის პოსტიდან გადადგომას ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აპირებს.

"სხვის სურვილებს ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია მე რა მსურს და როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ. მე თვითონ არ მაქვს ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი,"- განაცხადა ხათუნა ოჩიაურმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ოჩიაურის თქმით, მისი შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გაგრძელდება, თუმცა კონკრეულად რა მიმართულებით, ეს დროთა განმავლობაში გაირკვევა.

"დრო გამოაჩენს როგორ იქნება, დავგეგმავთ პოლიტიკურ მომავალს. ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას პოლიტიკური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ვფიქრობთ, საქართველოს მომავალი და წინსვლა უკავშირდება სწორედ "ნაცონალურ მოძრაობას" და არც ერთ სხვა პარტიას,"- არნიშნა ხათუნა ოჩიაურმა.

ცნობისთის, გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდება. წინასწარი მონაცემებით, მას მოსახლეობის 62%-ზე მეტი უჭერს მხარს. საქართველოს ახალი პრეზიდნტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს ჩატარდება.