საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ევროკომისიის თავმჯდომარეს - ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდებიან.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში გამგზავრებამდე, აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და ვილნიუსის სამიტის წინ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები, მნიშვნელოვან, კონკრეტულ და ამავე დროს სიმბოლურ აქტად მიაჩნია.

მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს გაემგზავრნენ.