საქართველოს სამეფო ოჯახი განცხადებას ავრცელებს. "ნიუპოსტი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი – გიორგი, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით.

მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და რომ ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში.

ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ქართველ ხალხთან და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე ჩემი ოჯახის თავისუფლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონიშვილი აწერს.