რუსთავის ციხეში ორი პატიმარი კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობს.

როგორც ადვოკატმა, ვლადიმერ მიქაშვილმა სააგენტო „პირWელის“ პრეს-კლუბში განცხადა, 25 ოქტომბერს ამავე მოთხოვნით მათ კიდევ სამი პატიმარი შეუერთდება.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი არ გამორიცხავს, რომ რუსთავის მე-17 დაწესებულების მსგავსად, შიმშილობა სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც დაიწყოს და აქციამ მასობრივი ხასიათი მიიღოს.