კასპში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო 

 

12 დეკემბერს საღამოს, დახლოებით 17 საათზე, კასპში 57 წლის მამაკაცი ნ. კ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
კასპში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც წყარო ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილი აქვს სუიციდის შემთხვევას. მათთვის უცნობია, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.