ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებსა და კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას მოადგილეებს შორის შეხვედრა დასრულდა.

 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და სამი საათის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის თნამშრომლებიფოლკლორის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს დაშლას ითხოვდნენ.
როგორც ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლების ნაწილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაო საკითხებზე კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა და კულტურის სამნისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული წინადადებები მიუღებელია.

 

„მათგან შემოთავაზება იყო ის, რომ სამეთალყურეო საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატი, ბატონი გიორგი დონაძე დაინიშნოს ცენტრის დირექტორად და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ბორდის შეცვალზე. ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე ისე გაგრძელდება, როგორც ამ ბორდს და კულტურის სამინისტროს უნდა“,– განაცხადა ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ბიჩინაშვილმა.

 

თუმცა, როგორც ფოკლორის ცენტრის თანამშრომლების ნაწილი ამბობს, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

 

რაც შეეხება კულტურის მინისტრის მოადგილის, მარინა მიზანდარის განცხადებას, შეხვედრაზე იყო ვერისა იმის შესახებ, რომ ფოკლორის ცენტრის დირექტორად გიორგი დონაძე დამტკიცდეს და შემდეგ მოხდეს ბორდის ფორმირება.

 

„ერთ–ერთი შესაძლებლობა რომელიც განიხილება, არის სწორედ საბჭოს მიერ შემოთვაზებული კანდიდატურის დანიშვნა, იმ პირობით, რომ დაიხვეწება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგელობა, იგი გახდება ბევრად უფრო წარმომადგენლობითი დარგობრივი კუთხით და მას მიეცემა ბევრად უფრო დიდი უფლებამოსილება გადაწყვეტილებების მიღების კუთხით“,– აღნიშნა მიზანდარმა.


მინისტრის მეორე მოადგილის მანანა ბერიკაშვილის თქმით, კი კულტურის სამინისტროს კონკრეტულ კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატავს.


როგორც მან აღნიშნა, ის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებს პატივს სცემს და მათი აზრი და სურვილები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.


„კულტურის სამინისტროს არ გამოუხატავს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებით რომელიმე კანდიდატურას უჭერს მხარს. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო , ჩვენ სამუშაო რეჟიმში გადავედით, მე დიდი პატივს ვცემ ყველა თნამშრომელს, ძალიან წარმომადგენლობითია ფოლკლორის ცენტრი და მასში მოღვაწე ადამიანები, მათ აზრს ძალიან დიდი პატივს ვცემ და აუცილებლად იქნება გათალისწინებული მათი სურვილები“,– განაცხადა ბერიკაშვილმა.