ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის შემცვლელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას მოიაზრებს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

 

მისივე თქმით, ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომამდე მას ჰქონდა კონსულტაციები ყოფილ მთავარ პროკურორთან და ეს გადაწყვეტილება იყო ფარცხალაძის ერთ-ერთი ჟესტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა.

 

ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დღეს დატოვა. იგი მთავარი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელად 21 ნოემბერს დაინიშნა და ამ პოსტზე 40 დღე იმუშავა. ამ დროისთვის მთავარი პროკურორის მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ასრულებს.

გიორგი ხუხია