კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 19 დაჭრილი მიიყვანეს.

 

"31 დეკემბერს, ანუ ახალი წლის ღამეს მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს 19 (!) იარაღითა და დანით დაჭრილი ახალგაზრდა. თუ ამის შემდეგაც ვინმე შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ დანაშაულმა იკლო, მასთან კამათს არ გირჩევთ, რადგან მას თქვენ ჩვეულებრივი კრეტინი ჰგონიხართ. არავის მინდა საახალწლო ხასიათი გავუფუჭო, მაგრამ ამ საშინელი ფაქტის დამალვა ნამდვილად არ მსურს, სანამ ეს რიცხვი კიდევ უფრო არ გაზრდილა", - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რურუა.