2014 წლის 21 იანვარს, შ.ტ-ს სსკ-ის 19, 3782-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

 

 

გამოძიების მიხედვით, 2013 წლის 21 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულებაში შ.ტ. იმავე დაწესებულებაში მოთავსებული მამისთვის, ამანათის სახით, 0,6 გრამი „მარიხუანას“ გადაცემას შეეცადა.

 

 

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.