ესპანეთის პოლიციამ საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციის "ვარდისფერი პანტერების" წევრი, 33 წლის სერბი ბორკო ილინჩიჩი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია 2007 წელს ყველაზე გახმაურებული ქურდობისათვის დუბაიში.

 

2007 წელს "ვარდისფერი პანტერების" წევრებმა დუბაის სავაჭრო ცენტრში 3 მლნ. ევროს ღირებულების ოქროულობა მოიპარეს. ილინჩიჩს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

 

ინტერპოლის მონაცემებით, "ვარდისფერი პანტერების" შემადგენლობაში 200 ადამიანია, ძირითადად ყოფილი იუგოსლავიიდან.

 

2002 წლიდან დაჯგუფებამ, მსოფლიოს 150 საუკეთესო საიუველირო მაღაზიაზე მოახდინა თავდასხმა და 440 მლნ. დოლარზე მეტი ღირებულების სამკაულები გაიტაცა.

 

სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალური დაჯგუფების წევრებს მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.