იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სანდრო გირგვლიანის ასფექსიით გარდაცვალებას ადასტურებს.

 

"მე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა. ის, რაც წერია სტრასბურგის ადამიანი უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს გახლავთ ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი, იმ მასალების საფუძველზე, რაც თავის დროზე ჯერ კიდევ ჩემი იქ მუშაობის პერიოდში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ მართლაც სანდრო გვირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით და ასფიქსია გამოწვეულია ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმით რომ მას ყელზე აღენიშნებოდა ჭრილობა და სისხლი მოხვდა სასუნთქ გზებში, რამაც გამოიწვია ასფიქსია. ეს არის მოცემულობა. თუ რა კვალიფიკაციას მისცემს მას აჟამად მიმდინარე გამოძიება.... მე ვისურვებდი, რომ ვაცალოთ გამომძიებლებს და შესაბამის პროკურორებს სამუშაოს ბოლომდე მიყვანა",- განაცხადა წულუკიანმა.

წყარო "ნეტგაზეთი"