ბელგიაში 25 წლის ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ბელგიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ის დევნილთა ბანაკიდან გადაიყვანეს.


ბანაკში ახალგაზრდა მამაკაცმა ვენები გადაიჭრა, ხოლო საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ კი ფეხსაცმლის თასმებით თავი ჩამოიხრჩო.


გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ექიმები და ადგილობრივი პოლიცია კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, გადმოსვენების ხარჯები კი ოჯახმა უნდა დაფაროს.